მასწავლებლობის მაძიებელი

მასწავლებლობის მაძიებელი

მასწავლებლობის მაძიებელი არის პირი, რომელმაც დადგენილი წესით გაიარა რეგისტრაცია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრში და მუშაობს ზოგადსაგანმანათებლო დაწესებულებაში მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად. ზოგადსაგანმანათებლო დაწესებულებაში მუშაობის პერიოდში მასწავლებლობის მაძიებელი სარგებლობს მასწავლებლისათვის გათვალისწინებული თითქმის ყველა უფლებითა და შეღავათით. შეზღუდვა ეხება მხოლოდ შრომის ანაზღაურების ოდენობას (იგი დგინდება სკოლის სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებით) და მონაწილეობას საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს არჩევნებში. მასწავლებლობის მაძიებლის სტატუსით პირმა სკოლაში შეიძლება იმუშაოს არა უმეტეს 2 წლისა.

See also: კანონი ზოგადი განათლების შესახებ

Source: განმარტებითი ლექსიკონი/ეროვნ. სასწ. გეგმებისა და შეფასების ცენტრი. – [თბ., 2008]. – 20სმ. [MFN: 76027] ნაწ. 2: განათლების სპეციალისტებისათვის / [წიგნზე მუშაობდნენ: სიმონ ჯანაშია და სხვ.]. – [2008]. – 56გვ.. – ბიბლიოგრ.: გვ. 54-56. – ISBN: 978-9941-0-0541-1 (ყველა ნაწ.), ISBN: 978-9941-0-0542-8 (ნაწ. 2) : [ფ.ა.][MFN: 95118]

2. მასწავლებლობის მაძიებელი – პირი, რომელიც დროებით ასწავლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად.   Source: საქართველოს კანონი „ზოგადი განათლების შესახებ“, 2005 წლის 8 აპრილი, მუხლი 2. მასალა ეფუძნება ლევან ბეჟაშვილის, თამარ ჩხეიძის და შოთა თარხნიშვილის ნაშრომს "საქართველოს საკანონმდებლო ტერმინთა ლექსიკონი". (2008 წ.). ასახავს 2007 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობას.

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……