მატერიალური კულტურა

მატერიალური კულტურა

ცნება, რომელიც გაჩნდა კულტურის მატერიალურად და სულიერად დაყოფის შედეგად. ტერმინი აღნიშნავს ყოველგვარ მატერიალურ საგანს, აგრეთვე, გამოგონებებსა და ცვლილებებს ტექნოლოგიის განვითარებაში. მ.კ–ის ცნებით ხშირად უპირისპირდებიან სულიერი კულტურის ცნებას, მაგრამ ამგვარ დაპირისპირებას შედარებითი ხასიათი აქვს, რამდენადაც კულტურის ნებისმიერი ფენომენი სემიოტიკური ქმნილებაა. მ.კ–ის საგნები ადამიანთა ცხოვრებაში ორმაგ როლს ასრულებს: ერთი მხრივ, ისინი პრაქტიკული მიზნების მიღწევის, მეორე მხრივ კი სოციალურად მნიშვნელოვანი ინფორმაციის გადაცემისა და შენახვის საშუალებებია. მეცნიერებაში მიჩნეულია, რომ მხოლოდ მეორე ფუნქციის მეშვეობით იქცევიან ისინი კულტურის ფენომენებად.

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……