მაღალი ტექნოლოგიების” კომპანიები

მაღალი ტექნოლოგიების” კომპანიები – (ინტ.) პირობითი სახელწოდება კომპანიებისა, რომელთა მთავარ აქტივს ინტელექტუალური საკუთრება, მაღალკვალიფიკაციური პერსონალი, უახლესი დანადგარები და ტექნოლოგიები წარმოადგენს. მათი მოქმედების სფეროა მაღალტექნოლოგიური დარგები და პოსტინდუსტრიული ტექნოლოგიები. ასეთ კომპანიებს, ჩვეულებრივ, მიაკუთვნებენ: ინტერნეტ – კომპანიებს, მობილური და კოსმოსური კავშირის ოპერატორებს; ელექტრონიკის, პროგრამული უზრუნველყოფის და მაღალტექნოლოგიური დანადგარების მწარმოებელ კომპანიებს; ბიოტექნოლოგიურ კომპანიებს; კომპანიებს, რომლებიც სამეცნიერო – საკვლევი და საცდელ – საკონსტრუქტორო სამუშაოთა სფეროში მოღვაწეობენ; ელექტრონული მასმედიის კომპანიებს და სხვ.    ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო  ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი. მოხმობილია საიტიდან www.medgeo.net

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……