მაჩიზმი

მაჩიზმი

(ესპ. Macho – მამაკაცი)– ტერმინი „მაჩო“ გადატანითი მნიშვნელობით „მაგარი ბიჭის“ აღმნიშვნელია. მაჩო ნამდვილი მამაკაცის – ვაჟკაცურობის კვინტენსაციაა. როგორც წესი, იგი ქალთა გულების სწრაფი დამპყრობია, ზერელე, რისკიანი, გამარჯვებული, აგრესიული და კონფლიქტურია, გართულია მხოლოდ „მამაკაცური საქმიანობით“, აქვს ღირსების საკუთარი კოდექსი და ფლობს მამაკაცურობისთვის დამახასიათებელ ყველა ნიშან-თვისებას. მაჩიზმი პატრიარქალური საზოგადოებუს ლოგიკური გამოვლინებაა. მაჩო თითქოს ქალის ქომაგია, მეხტობე, ქალის პატივისმცემელი, მოყვარე, მაგრამ მისი გულმოწყალება ქალზე ნადირობის, ქალთა სქესზე დომინირების, კონტროლის სურვილითაა ნაკარნახევი. მაჩო მასკულინობის თავისებური მხატვრული გამოვლინებაა, რომელსაც არაფერი აქვს საერთო ლათინიოამერიკელ მაჩოსთან. თანამედროვე გენდერული კვლევის მიხედვით შოვინიზმი, ნაციონალიზმი, ეთნიკური სეპარატიზმი მაჩიზმის გამოვლინებაა.

Source: გენდერულ ტერმინთა მოკლე ლექსიკონი = Краткий словарь гендерных терминов / მერკვილაძე ია; [რედ.: ნაირა პოპიაშვილი ; თარგმანი ჰამლეტ ზუკაკიშვილისა] – თბ. : კავკას. სახლი, 2003 – 112გვ. ; 20სმ. – ISBN 99928-71-46-6 : [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……