მემორანდუმი

მემორანდუმი

დიპლომატიური დოკუმენტი ან მიმოწერის ფორმა, რომელიც გამოხატავს ამა თუ იმ კონკრეტულ საკითხზე სახელმწიფოს, პოლიტიკური მხარის პოზიციას. მ., როგორც წესი, აღწერს საქმის ფაქტობრივ ან იურიდიულ მხარეს, დაერთვის ნოტას ან დამოუკიდებელი სახით გადაეცემა მეორე სახელმწიფოს ოფიციალურ წარმომადგენელს. მას თან არ ახლავს ნოტისათვის დამახასიათებელი თავაზიანი ფორმულირებები, არა აქვს ხელმოწერა და ბეჭედი.

See also: დემარში, ნოტა

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

E. memorandum

G. memorandum

L. memorandum ღირსეულად ხსენება. memorare ხსენება, ცნობება

1. რაიმე საკითხის მიმართ მთავრობის თვალსაზრისის დეტალურად ამსახველი დიპლომატიური დოკუმენტი;

2. რაიმეს შეხსენების (მაგ. დავალიანების არსებობის თაობაზე) შესახებ წერილი;

3. რაიმე საკითხის შესახებ მოხსენებითი ბარათი, სამსახურებრივი ცნობა;

4. სადაზღვევო პოლისში – დაუზღვეველი (რომლისგანაც დაზღვევა არ ხდება) სახიფათო შემთხვევების ჩამონათვალი.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……