მენეჯერი

მენეჯერი

ხელმძღვანელი პირი საკუთარი კაპიტალის გარეშე. ასევე პირი, რომელიც პასუხს აგებს შრომის ორგანიზაციასა და კონტროლზე ორგანიზაციასა ან წარმოებაში. დიდი წარმოებების წარმოშობასთან ერთად მოხდა წარმოების მესაკუთრისა და ხელმძღვანელის ფუნქციათა გამიჯვნა. მ-ები სამ ფენად იყოფიან: უფროსი, საშუალო და უმცროსი. უფროსი მ-ების ფენა მოიცავს მაღალანაზღაურებად აღმასრულებელ დირექტორებს, მაშინ როცა უმცროსი მ-ების ფენა წარმოდგენილია დისპეტჩერებით, მართვის სხვა დაბალ საფეხურს მიკუთვნებული პირებით, რომლებიც მათ დაქვემდებარებულ პერსონალზე (მუშებზე) ოდნავ მეტ ანაზღაურებას იღებენ. სოციოლოგიაში მიმდინარეობს დისკუსია მ–ების ადგილისა და როლის შესახებ საზოგადოების კლასობრივ სტრუქტურაში (აბერკომი და ური, 1983), ასევე, სოციოლოგები ლაპარაკობენ მ–ული რევოლუციის შესახებ (ბერნჰაიმი), რომელიც გულისხმობს პროფესიონალ მ–თა რიცხვის ზრდას.

See also: მართვის სოციოლოგია (მენეჯმენტი, ინდუსტრიული სოციოლოგია)

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

E. Manager უფროსი, პატრონი

კომპანიის ერთ-ერთი თანამდებობის პირი, დაქირავებული პროფესიონალი მმართველი (წარმოების დირექტორი, კონცერნის, ტრესტის, ცალკეული ქვეგანაყოფის ხელმძღვანელი).

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……