მერი ქალაქის

მერი ქალაქის

E. mayor

Fr. Maire

L. major უფროსი

1. მუნიციპალიტეტის უმაღლესი თანამდებობის პირი, რომელიც ირჩევა მუნიციპალიტეტის, მოსახლეობის, ან ინიშნება ცენტრალური მთავრობის მიერ;

2. იმ ქალაქის უმაღლესი თანამდებობის პირი და მთავრობის ხელმძღვანელი, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში. იგი აირჩევა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით პირდაპირი, საყოველთაო, თანასწორი და ფარული კენჭისყრით, საკრებულოს უფლებამოსილების ვადით (ქ. ფოთის მერი საკრებულოს შემადგენლობიდან თანამდებობაზე ინიშნება და თავისუფლდება საქართველოს პრეზიდენტის მიერ) („ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“ საქართველოს კანონი, მუხლი 10, პუნქტი 3);

3. ქალაქის ადგილობრივი მმართველობის აღმასრულებელი ორგანოს მეთაური, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი იგი ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტისა და საკრებულოს წინაშე (საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 21 დეკემბრის №703 ბრძანებულება, მუხლი 13).

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……