მერკანტილიზმი

მერკანტილიზმი

XV ს–დან ევროპაში გავრცელებული ეკონომიკური თეორია, რომელიც საზოგადოების კეთლიდღეობის საფუძვლად თვლიდა არა მრეწველობის განვითარებას, არამედ სასაქონლო და ფულადი საშუალებების ბრუნვას. მერკანტილისტური დოქტრინა მიიჩნევდა, რომ საზოგადოებრივი კეთილდღეობისათვის ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს საგარეო ვაჭრობის იმგვარ რეგულირებას, როდესაც საქონლის გატანა სჭარბობს მის შემოტანას, ხოლო ქვეყანაში შემოტანილი დოვლათი გროვდება ფულადი კაპიტალის სახით. ტერმინის აღნიშნული გაგება საფუძვლად დაედო უფრო ფართო მნიშვნელობას ყოველდღიურ სიტყვათგამოყენებაში, როდესაც მერკანტილურად ითვლება ანგარიშიანობასა და სარგებლობაზე დამყარებული ქცევა.

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

E. mercantilism

Fr. mercantilisme

It. mercante მოვაჭრე

1. მე-16-18 საუკუნეებში გავრცელებული ეკონომიკური მოძღვრება და ეკონომიკური პოლიტიკა, რომლის მიხედვითაც სიმდიდრის წყაროდ მიიჩნეოდა არა მატერიალური დოვლათის წარმოების, არამედ საქონელბრუნვის, ფულის მიმოქცევის სფერო და საზოგადოების კეთილდღეობის მიღწევის უზრუნველყოფის საშუალებად ითვლებოდა სახელმწიფო ხელისუფლების მიერ რეგულირებადი საგარეო ვაჭრობა;

2. მომჭირნეობა, ხელმოჭერილობა; საკუთარი მოქმედებების პირადი მატერიალური სარგებლის მიღებისთვის დაქვემდებარება.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……