მესამე სამყარო

მესამე სამყარო

ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში დეკოლონიზებული ქვეყნების, ჩვეულებრივ, სუსტი და ეკონომიკურად ნაკლებად განვითარებული სახელმწიფოების კრებითი სახელწოდება. მ.ს. მოიცავს ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის, ახლო აღმოსავლეთის, აზიისა და აფრიკის ქვეყნებს. ეს ცნება გაჩნდა ცივი ომის პერიოდში, რათა ზემოთ ნახსენები ქვეყნები, ერთი მხრივ, განვითარებული კაპიტალისტური სახელმწიფოებისაგან („პირველი სამყარო“), ხოლო მეორე მხრივ, კომუნისტური ბლოკისაგან („მეორე სამყარო“) განესხვავებინათ. მ. ს–ს ქვეყნებს ახასიათებს არამყარი უსაფრთხოება, ეთნიკური სიჭრელე, სასაზღვრო დავები, არასტაბილური პოლიტიკური სისტემები, პატრიმონიალური ან ნეოპატრიმონიალური მმართველი რეჟიმები, კოლონიური და ექსპორტზე ორიენტირებული ეკონომიკები, რომლებშიც სოფლის მეურნეობა და მოპოვებითი დარგები ჭარბობს. საერთაშორისო ურთიერთობებში მ. ს–ს ქვეყნები თავიანთი მიზნების მიღწევას ტრადიციულად ზესახელმწიფოებთან ალიანსების, საერთაშორისო კარტელების (მაგ., ოპეკი), მიუმხრობლობის მოძრაობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების (უპირველეს ყოვლისა, გაეროს) გამოყენებით ცდილობდნენ. ცივი ომის დასრულების შემდეგ მ.ს–ს ცნებამ ზუსტი მნიშვნელობა დაკარგა, მაგრამ საერთაშორისო ურთიერთობებში კვლავაც გამოიყენება. საკუთრივ მ.ს. მეტად არაერთგვაროვანია, რაც ცნების ანალიტიკურ ფასეულობას ეჭვქვეშ აყენებს.

See also: განვითარებადი ქვეყნები

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……