მეცხოველეობის პროდუქცია

მეცხოველეობის პროდუქცია – ცხოველური წარმოშობის პროდუქტები, რომლებიც განკუთვნილია ადამიანის და ცხოველთა საკვებად, აგრეთვე ფარმაცევტული და საწარმოო გამოყენებისათვის: ა) ცხოველური წარმოშობის პროდუქტები, რომლებიც განკუთვნილია ადამიანის საკვებად: ხორცი, ხორცის პროდუქტები, შინაგანი ორგანოები და სხვა სუბპროდუქტები, კვერცხი, კვერცხის პროდუქტები, რძე, რძის პროდუქტები, თევზი და თევზის პროდუქტები; ბ) ცხოველური წარმოშობის პროდუქტები, რომლებიც განკუთვნილია ცხოველთა საკვებად: ხორცის, ღვიძლის, ძვლის, სისხლის, ფრთა-ბუმბულის, ცხიმოვანი ქსოვილებისა და პროტეინული ნარჩენების (კრეტონი) ფქვილი და რძის პროდუქტები; გ) ცხოველური წარმოშობის პროდუქტები, რომლებიც განკუთვნილია ფარმაცევტული წარმოებისათვის: ორგანოები, ჯირკვლები, ქსოვილები და ცხოველების ორგანული სითხეები; დ) ცხოველური წარმოშობის პროდუქტები, რომლებიც განკუთვნილია საწარმოო გამოყენებისათვის: ტყავი, ქურქი, მატყლი, ბეწვი, ჯაგარი, ფრთა-ბუმბული, რქები, ჩლიქები, ძვლები, სისხლი, ნაწლავები და რძის პროდუქტები.   Source: საქართველოს კანონი „ვეტერინარიის შესახებ“, 1995 წლის 14 ივნისი, მუხლი 1. მასალა ეფუძნება ლევან ბეჟაშვილის, თამარ ჩხეიძის და შოთა თარხნიშვილის ნაშრომს "საქართველოს საკანონმდებლო ტერმინთა ლექსიკონი". (2008 წ.). ასახავს 2007 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობას.

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……