მიერთებისწინა პაქტი ორგანიზებულ დანაშაულზე

მიერთებისწინა პაქტი ორგანიზებულ დანაშაულზე

E. Pre-accession Pact on Organised Crime

ევროკავშირის გაფართოების მომზადების პროცესში 1998 წლის 28 მაისს წევრი სახელმწიფოების იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრებმა და განმცხადებელმა ქვეყნებმა მიიღეს მიერთებისწინა პაქტი ორგანიზებულ დანაშაულზე, რომლის მიზანია \n�� განმცხადებელი ქვეყნებისათვის ევროკავშირის პრიორიტეტულ ღონისძიებათა გაცნობა \n�� განცხადებელი ქვეყნების დახმარება მართლმსაჯულებისა და შინაგანი საქმეების სფეროში ევროპული სამართლის მიღებაში \n�� დანაშაულის წინააღმდეგ ერთობლივი პროექტების შემუშავება, რომელთა განხორციელებისათვის სასურველია ევროპის კავშირის ფინანსური და ტექნიკური დახმარება \nგანმცხადებელმა ქვეყნებმა ვალდებულება აიღეს, დროულად შეუერთდნენ სხვადასხვა საერთაშორისო კონვენციას, კერძოდ, ექსტრადიციის შესახებ (1957 წლის ევროპული კონვენცია), ნარკოტიკებით ვაჭრობის შესახებ (გაეროს კონვენცია) და ტერორიზმის შესახებ (1977 წლის ევროპული კონვენცია). დაიდო შეთანხმებები ევროპოლთან ინფორმაციის გაცვლის ხელშეწყობისა და იმ პრიორიტეტების განსაზღვრისათვის, რომელსაც ევროპის კავშირი ახორციელებს თავის პარტნიორებთან ერთად.

Source: ევროპის კავშირი: პოლიტიკა და მმართველი ორგანოები – ცნობარი / შემდგ.: ბიძინა ჯავახიშვილი; რედ.: ნანა ლოლაძე – თბ., 2003 – 64გვ.; 26სმ. – ISBN 99928-0-723-7: [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……