მიერთებისწინა სტრატეგია

მიერთებისწინა სტრატეგია

E. Pre-accession strategy

1989 წელს ევროპის კომისიამ დაიწყო ფინანსური დახმარების პროგრამის განხორციელება, რომლის მიზანია ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ეკონომიკური და პოლიტიკური ტრანზიციის ხელშეწყობა (Phare-ს პროგრამა). 1991 წელს ევროგაერთიანებამ და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებმა ხელი მოაწერეს პირველ ასოციაციის შეთანხმებებს (ე.წ. ევროპული შეთანხმებები). თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნის მიზნით დაიდო შუალედური შეთანხმებები. მიუხედავდ იმისა, რომ რჩება შეზღუდვები სასოფლო-სამეურნეო და რკინისა-ფოლადის პროდუქციაზე, დღეს საქონელი თავისუფალად მოძრაობს 26 ევროპულ ქვეყანაში \nასოციაციის შეთანხმებების საფუძველზე კომისიამ წამოაყენა ინიციატივა ასოცირებულ ქვეყნებსა და კავშირის ორგანოებს შორის „სტრუქტურული დიალოგის“ ორგანიზების შესახებ შეხვედრების ფორმით, სადაც პარტნიორ მხარეებს შეეძლებოდათ ერთმანეთისათვის კონსულტაციების გაწევა \n1994 წლის დეკემბერში ესსენის ევროპულმა საბჭომ მიიღო მიერთებისწინა სტრატეგია, რომელიც ეფუძნება \n�� ასოცირებულ ქვეყნებსა და კავშირის ორგანოებს შორის ურთიერთობის გაღრმავებას (პარლამენტისა და მთავრობის დონეზე სტრუქტურული დიალოგის გაძლიერება) \n�� ასოციაციის შეთანხმებების შემდგომ განვითარებას \n�� Phare-ის ფინანსური დახმარების ადაპტაციას \n�� ერთიან ბაზარზე ინტეგრაციისთვის მომზადებას \nმადრიდის ევროპული საბჭოს შემდეგ (1995 წლის დეკემბერი) წამოიჭრა კითხვები იმის თაობაზე, თუ რა გავლენა ექნებოდა გაფართოებას გაერთიანების პოლიტიკაზე, კერძოდ, სოფლის მეურნეობის პოლიტიკაზე, სტრუქტურულ ფონდებზე და 1999 წლის შემდგომ ფინანსურ პერსპექტივაზე. „პროგრამა 2000“, რომელიც კომისიამ წარმოადგინა 1997 წლის ივლისში, ითვალისწინებს რეფორმებს, რომელსაც უნდა მოეგვარებინა ევროპის კავშირისათვის უმნიშვნელოვანესი ეს სამი საკითხი \nპარალელურად, განმცხადებელი ქვეყნებისათვის შეიქმნა ახალი სამართლებრივი ინსტრუმენტები კავშირში გაწევრიანების პროცესში დახმარების აღმოსაჩენად, როგორც ფინანსური, ისე საკანონმდებლო თვალსაზრისით. 1998 წელს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ათივე ქვეყანასთან დაიდო შეთანხმებები, რომელსაც პარტნიორობა გაწევრიანებისათვის ეწოდებოდა.

Source: ევროპის კავშირი: პოლიტიკა და მმართველი ორგანოები – ცნობარი / შემდგ.: ბიძინა ჯავახიშვილი; რედ.: ნანა ლოლაძე – თბ., 2003 – 64გვ.; 26სმ. – ISBN 99928-0-723-7: [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……