მიმღები ოჯახი

მიმღები ოჯახი – ოჯახი, რომელიც სახელმწიფოსთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე უზრუნველყოფს ამ ოჯახის არაწევრი, სპეციალური მზრუნველობის საჭიროების მქონე პირის თავისთან ცხოვრებასა და მასზე ზრუნვას.   Source: საქართველოს კანონი „სოციალური დახმარების შესახებ“, 2006 წლის 29 დეკემბერი, მუხლი 4;   ოჯახი, რომელსაც სახელმწიფოსთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე მოსავლელად და აღსაზრდელად გადაეცემა ობოლი და მშობელთა მზრუნველობამოკლებული ბავშვი.   Source: საქართველოს კანონი „ობოლ და მშობელთა მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა შვილობილად აყვანის შესახებ“, 1999 წლის 22 ივნისი, მუხლი 1. მასალა ეფუძნება ლევან ბეჟაშვილის, თამარ ჩხეიძის და შოთა თარხნიშვილის ნაშრომს "საქართველოს საკანონმდებლო ტერმინთა ლექსიკონი". (2008 წ.). ასახავს 2007 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობას.

2. მიმღები ოჯახი – ოჯახი, რომელსაც სახელმწიფოსთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე მოსავლელად და აღსაზრდელად გადაეცემა ობოლი და მშობელთა მზრუნველობამოკლებული ბავშვი; (საქართველოს კანონი ობოლ და მშობელთა მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა შვილობილად აყვანის შესახებ)    ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო  ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი. მოხმობილია საიტიდან www.medgeo.net

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……