მინიმალური გარანტიები

მინიმალური გარანტიები

E. Minimum guarantees

1955 წელს, ჟენევაში გაეროს I კონგრესზე მიღებული “პატიმრებთან მოპყრობის მინიმალური სტანდარტული წესები”. \ წესები შეიცავს მოთხოვნებს პატიმრების ადგილსამყოფელის, ტანსაცმლის, თეთრეულის, საკვების, სამედიცინო მომსახურების, დისციპლინისა და სასჯელების, პატიმრებისათვის განკუთვნილი ინფორმაციის, მათი საჩივრების განხილვის წესების, განათლებისა და დასვენების შესახებ. პირველ ნაწილში მოცემულია ზოგადი ნორმები, რომლებიც პატიმართა ყველა კატეგორიას ეხება. მეორე ნაწილი კი განკუთვნილია სხვადასხვა კატეგორიისათვის: სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულები, სულით ავადმყოფი და გონებრივად ჩამორჩენილი პატიმრები, ბრალდებაწაყენებული, მაგრამ ჯერ გაუსამართლებელი პატიმრები, სამოქალაქო საქმეების გამო მსჯავრდებულები და პირები, რომლებიც დაკავებული ან დაპატიმრებული არიან ბრალდების წაუყენებლად.

Source: ადამიანის უფლებათა ლექსიკონი / [შეადგინა ფრიდონ საყვარელიძემ ; რედ.: ანა ჭაბაშვილი] – თბ. : დასი, 1999 – 128გვ

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……