მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები

მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები

E. minimum reserve requirements; minimum reserves

1. ბანკების ლიკვიდურობისა და ფასიანი ქაღალდების ფულის ბაზრის რეგულირების, მიმოქცევაში არსებული ფულადი მასის კონტროლის მიზნით გამოყენებული ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ინსტრუმენტი. კომერციული ბანკებისადმი ცენტრალური ბანკის სარეზერვო მოთხოვნები. ბანკები ვალდებულნი არიან თავიანთი პასივების ნაწილი შეინახონ ნაღდი ფულადი ან ცენტრალურ ბანკში შენატანის სახით. როგორც წესი, ცენტრალურ ბანკში კომერციული ბანკების მიერ დეპონირებულ თანხას პროცენტი არ ერიცხება;

2. ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის განხორციელებისას ეროვნული ბანკის (ეროვნული ბანკის საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე) მიერ ყველა ბანკისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებისათვის დაწესებული ნორმატივები, რომლებიც განისაზღვრება მოზიდულ სახსრებთან პროცენტული თანაფარდობით და ექვემდებარება ეროვნულ ბანკში სავალდებულო შენახვას. ეროვნულ ბანკს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების თანხაზე პროცენტების გადახდის შესახებ („საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი, მუხლი 30).

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……