მიწის გადასახადის განაკვეთი

მიწის გადასახადის განაკვეთი

E. rate of tax on agricultural holding/land

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გადასახადის საბაზისო განაკვეთები დიფერენცირებულია ადმინისტრაციული ერთეულებისა და მიწის ხარისხის მიხედვით და განისაზღვრება ერთ ჰექტარზე გაანგარიშებით ლარებში. მიწის გადასახადი გამოიანგარიშება გადასახადის განაკვეთის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ფართობზე (ჰექტრებში) ნამრავლით; არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გადასახადის საბაზისო განაკვეთი განისაზღვრება მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე წელიწადში არა უმეტეს 0,24 ლარით. გადასახადი გამოიანგარიშება საბაზისო განაკვეთის გამრავლებით ტერიტორიულ კოეფიციენტსა და მიწის ფართობზე. ტერიტორიული კოეფიციენტი დიფერენცირებულია მიწის ადგილმდებარეობისა და ზონის მიხედვით. დაბეგვრისგან გათავისუფლების შემთხვევები განისაზღვრება საგადასახადო კოდექსით (საქართველოს „საგადასახადო კოდექსი“, მუხლი 215).

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……