მიწის გადასახადის დაბეგვრის ობიექტი

მიწის გადასახადის დაბეგვრის ობიექტი

E. taxable on holding/land

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა. დასაბეგრი მიწის ფართობი მოიცავს შენობა-ნაგებობებით დაკავებულ, ასევე მათი ფუნქციონირებისათვის აუცილებელ მიწის ნაკვეთებსა და შენობა-ნაგებობების სანიტარიულ-ტექნიკურ ზონას, თუ ის არ იმყოფება სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირის საკუთრებაში. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გადასახადის დაბეგვრის ობიექტია:

ა) სახნავი, მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწა, ბუნებრივი და გაკულტურებული სათიბები და საძოვრები;

ბ) არსებული წესის მიხედვით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოყენებული ან გამოსაყენებლად ნებადართული წყლის ფონდისა და ტყის ფონდის მიწები;

გ) საკარმიდამო, საბაღე, საბოსტნე და სააგარაკო ნაკვეთები;

დ) დასახლებული პუნქტების ფარგლებს გარეთ მდებარე მრეწველობის, ტრანსპორტის, კავშირგაბმულობის, ენერგეტიკის, თავდაცვის, დაცული ტერიტორიებისა და სხვა არასასოფლო-სამეურნეო მიწის ის ნაკვეთები, რომლებიც გამოყენებულია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით;

ე) ქალაქის, დაბის, სოფლის, კურორტისა და სხვა ტიპის დასახლებათა ფარგლებში მოქცეული მიწის ის ნაკვეთები, რომელთა მიზნობრივი დანიშნულება არ არის შეცვლილი და სასოფლო-სამეურნეო მიზნით მათი გამოყენება ნებადართულია არსებული წესის მიხედვით;

ვ) სამელიორაციო ქსელებით დაკავებული მიწები;

ზ) სხვა მიწა, რომელიც გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით. არასასოფლო-სამეურნეო მიწის გადასახადის დაბეგვრის ობიექტია მიწის ნაკვეთი, რომელიც არ მიეკუთვნება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას (საქართველოს „საგადასახადო კოდექსი“, მუხლი 215).

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……