მიწის გადასახადი

მიწის გადასახადი

E. tax on holding/land

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ შესაბამის ტერიტორიაზე შემოღებული საქართველოს ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებში (ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტი, ადგილობრივი ბიუჯეტი) ადგილობრივი გადასახადი, რომელიც გადაიხდება ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ მათ საკუთრებაში ან კანონით გათვალისწინებულ სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე. გადასახადის ოდენობა არ არის დამოკიდებული მის გადამხდელთა ეკონომიკური საქმიანობის შედეგებზე და დადგინდება ფიქსირებული წლიური გადასახადის სახით მიწის ფართობის ერთეულზე (საქართველოს „საგადასახადო კოდექსი“, მუხლი 215). 2007 წლის 1-ელ იანვრამდე სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებული იურიდიული და ფიზიკური პირები, რომელთა მიერ კალენდარული წლის განმავლობაში განხორციელებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის პირველადი მიწოდება მის სამრეწველო გადამუშავებამდე (სასაქონლო კოდის შეცვლამდე) არ აღემატება 100 ათას ლარს, საქმიანობის ამ სფეროში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის ნაცვლად დაიბეგრონ მხოლოდ მიწის გადასახადით (საქართველოს „საგადასახადო კოდექსი“, მუხლი 273).

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……