მკაცრი ზედამხედველობის ზოლი

მკაცრი ზედამხედველობის ზოლი – სანაპიროს საინჟინრო დაცვის ზონის ის ნაწილი, რომელიც განიცდის ზღვის, წყალსატევებისა და მდინარეთა წყლების აქტიურ ზემოქმედებას და რომლის საზღვრებშიც მიმდინარეობს ტალღების ტრანსფორმაცია, მათი ენერგიის სრული დახარჯვა, სანაპიროს მორფოლოგიის სისტემატური სახეცვლილება და ნაშალი მასალის გადაადგილება.

მკაცრი ზედამხედველობის ზოლი მოიცავს: ზღვის სანაპიროსათვის – ზღვის აკვატორიის 20 მ-იან იზობათსა და ხმელეთზე მაქსიმალური ზვირთცემის გავრცელების არეს შორის არსებულ ზოლს; წყალსატევის სანაპიროსათვის – წყალსატევის მთლიან აკვატორიას და ხმელეთის ტერიტორიის იმ ნაწილს, რომელიც მაქსიმალური ზვირთცემისას იფარება წყლით; მდინარის სანაპიროსათვის – მდინარის კალაპოტს.   Source: საქართველოს კანონი „საქართველოს ზღვის, წყალსატევებისა და მდინარეთა ნაპირების რეგულირებისა და საინჟინრო დაცვის შესახებ“, 2000 წლის 27 ოქტომბერი, მუხლი 2. მასალა ეფუძნება ლევან ბეჟაშვილის, თამარ ჩხეიძის და შოთა თარხნიშვილის ნაშრომს “საქართველოს საკანონმდებლო ტერმინთა ლექსიკონი”. (2008 წ.). ასახავს 2007 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობას.
….

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი 3. საიტი ,,წყალი”

……