მკვიდრი ხალხები

მკვიდრი ხალხები

E. Indigenous peoples

მ.ხ-ს იდენტიფიცირება შეიძლება მოვახდინოთ განსაზღვრულ გეოგრაფიულ რაიონებში შემდეგი მახასიათებლების მიხედვით: \ 1. მჭიდრო კავშირი წინაპართა ცხოვრების ადგილებთან და ამ რაიონებში არსებულ ბუნებრივ რესურსებთან; \ 2. თვითიდენტიფიკაცია და აგრეთვე სხვათა მიერ იდენტიფიკაცია, როგორც გარკვეული კულტურული ჯგუფის წევრებისა; \ 3. მშობლიური ენის არსებობა, რომელიც ხშირად განსხვავდება სახელმწიფო ენისაგან; \ 4. ტრადიციული სოციალური და პოლიტიკური ინსტიტუტების არსებობა; \ 5. ტრადიციულ საშუალებებზე ორიენტირება არსებობის შესანარჩუნებლად. \ მ.ხ. ხშირად არ წარმოადგენენ საზოგადოების ძირითად ნაწილს. როგორც წესი, ისინი ცდილობენ შეინარჩუნონ, განავითარონ და მომავალ თაობებს გადასცენ თავისი წინაპრების მიწა-წყალი და ეთნიკური თვითმყოფადობა, რაც საკუთარი არსებობის გაგრძელების საფუძველია. \ მ.ხ-ს წარმომადგენელია ის, ვინც თავს მკვიდრ ხალხს აკუთვნებს და ამ ხალხის მიერ საკუთარ წევრადაა აღიარებული

Source: ადამიანის უფლებათა ლექსიკონი / [შეადგინა ფრიდონ საყვარელიძემ ; რედ.: ანა ჭაბაშვილი] – თბ. : დასი, 1999 – 128გვ

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……