მოდემი

მოდემი

E. modem, mo (dulator) მოდულატორი + dem (odulator) დემოდულატორი

კომპიუტერის სატელეფონო ხაზთან დამაკავშირებელი მოწყობილობა.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

2. მოდემი – (ინტ.) modem მოწყობილობა, ჩვეულებრივ განთავსებული კომპიუტერში, რომელიც კომპიუტერის ციფრულ სიგნალს ანალოგურში გარდაქმნის, მისი კავშირის არხით (მაგ. სატელეფონო ხაზით) გადაცემის მიზნით, და პირიქით, არხიდან მიღებულ სიგნალებს ანალოგური ფორმიდან ციფრულში გადაიყვანს კომპიუტერში შესაყვანად; ამ პროცესს „მოდულაცია – დემოდულაციის“ პროცესი ეწოდება, რომლის შემოკლებული ფორმიდან წარმოიშვა მოწყობილობის სახელწოდება. ჩვეულებრივ სატელეფონო ხაზებზე გათვლილი 56კბ მოდემების გარდა არსებობს აგრეთვე მაღალსიჩქარიანი საკაბელო მოდემები.    ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო  ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი. მოხმობილია საიტიდან www.medgeo.net

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……