მოდერნიზაცია (პოლიტიკური)

მოდერნიზაცია (პოლიტიკური)

არსებული პოლიტიკური სტრუქტურებისა და პრაქტიკის მიზანდასახული განახლება და შეცვლა თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად. პ.მ, როგორც წესი, სახელმწიფოს მიერ წარიმართება და რეგულირდება, თუმცა ამ პროცესში ვერავინ გამორიცხავს არაპროგნოზირებად პროცესებს. ასე მაგალითად, გორბაჩოვის მიერ გამოცხადებული „პერესტროიკა“ და შემდგომი განვითარებული მოვლენები შეიძლება განვიხილოთ, როგორც ჯერ საბჭოთა კავშირის და შემდგომ პოსტსაბჭოთა სივრცის მ. აღსანიშნავია, რომ მ. საჭირო ხდება იმ პოლიტიკურ რეჟიმებში, რომლებიც (სხვადასხვა, მათ შორის, პოლიტიკური „სტაბილურობის“ მიღწევის მიზეზებით სტაგნაციის ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ და ფლობს ევოლუციური მ-ის მექანიზმებს და საჭიროებს „ქირურგიულ ჩარევას“ სახელმწიფოს მხრიდან.

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……