მოლაპარაკება

მოლაპარაკება

საერთაშორისო ურთიერთობების აქტორთა პირდაპირი კონტაქტი ყველა მხარისათვის მისაღები შეთანხმების მისაღწევად. საერთაშორისო პრაქტიკაში მ. მრავალი მიზნით გამოიყენება. მაგ., ყოველი საერთაშორისო ხელშეკრულების დადებას წინ უსწრებს მ. მხარეებს შორის. განსაკუთრებით აღსანიშნავია მ–ის როლი საერთაშორისო დავათა მშვიდობიანი გადაწყვეტის სისტემაში – აქ მ. ერთ-ერთ ასეთ საშუალებადაც კი გვევლინება და იგი მეტწილად წინ უსწრებს საერთაშორისო დავათა მშვიდობიანი გადაწყვეტის სხვა მექანიზმებს. მ-ის წარმოება შესაძლებელია როგორც პირდაპირი დიპლომატიური ურთიერთობის გამოყენებით (პირდაპირი მ.), ისე განსაზღვრულ საკითხზე შეთანხმების მისაღწევად სპეციალურად მოწვეულ საერთაშორისო კონფერენციაზე (თათბირზე). მ-ის მექანიზმით სარგებლობისათვის ძალზე ეფექტური არენაა საერთაშორისო ორგანიზაციები, მათი ორგანოები. თანამედროვე საერთაშორისო პრაქტიკაში მ. შესაძლებელია იყოს როგორც ორმხრივი, ისე მრავალმხრივი.

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……