მომიჯნავე უფლებები

მომიჯნავე უფლებები

E. adjoining rights

საავტორო უფლებებისგან წარმოებული განსაკუთრებული უფლებების სახესხვაობა. შემსრულებლების, ფონოგრამის ან ვიდეოგრამის დამამზადებლებისა და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებები, რომლებიც ხორციელდება ფონოგრამაზე ან ვიდეოგრამაზე ჩაწერილი, ანდა ეთერში ან კაბელით გადაცემული ნაწარმოების ავტორსა და შემსრულებელთან დადებული ხელშეკრულებით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში. მომიჯნავე უფლების განცხადებისათვის გამოიყენება მომიჯნავე უფლების დაცვის ნიშანი, რომელიც დაისმება ფონოგრამის ყოველ ეგზემპლარზე ან/და მის ფუტლარზე და შედგება სამი ელემენტისაგან:

ა) ლათინური ასო P წრეწირში: P;

ბ) განსაკუთრებული მომიჯნავე უფლების მფლობელის სახელი (დასახელება);

გ) ფონოგრამის პირველი გამოცემის წელი.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……