მომხმარებელთა დაცვა

მომხმარებელთა დაცვა

E. Consumer Protection

მომხმარებელთა დაცვა გათვალისწინებულია ევროგაერთიანების ხელშეკრულების 153-ე მუხლით. იგი ეფუძნება მაასტრიხტის ხელშეკრულებას. მუხლი ითვალისწინებს მომხმარებელთა ჯანმრთელობის, უსაფრთხოების, ეკონომიკური და სოციალური ინტერესების დაცვას და, ასევე, მათ უფლებას, ფლობდნენ შესაბამის ინფორმაციას \n153-ე მუხლი, ჩამოთვლილი მიზნების მისაღწევად, პირდაპირ მიუთითებს 95 ე მუხლზე, რომლის თანახმადაც მომხმარებელთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებული ნებისმიერი ზომის მიღებისას გამოიყენება თანაგადაწყვეტილების პროცედურა, რომელსაც ურთიერთშესაბამობაში მოჰყავს წევრი სახელმწიფოების კანონმდებლობები \nთითოეულ წევრ სახელმწიფოს შეუძლია მომხმარებელთა დაცვის უფრო მკაცრი ზომები შემოიღოს, თუკი ეს არ ეწინააღმდეგება დამფუძნებელ ხელშეკრულებას და თუ კომისია ინფორმირებულია ამის თაობაზე.

Source: ევროპის კავშირი: პოლიტიკა და მმართველი ორგანოები – ცნობარი / შემდგ.: ბიძინა ჯავახიშვილი; რედ.: ნანა ლოლაძე – თბ., 2003 – 64გვ.; 26სმ. – ISBN 99928-0-723-7: [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……