მომხმარებელი

მომხმარებელი

E. consumer

პირადი საჭიროებისთვის საქონლის (სამუშაოს, მომსახურების) გამომყენებელი, შემძენი, შემკვეთი ან ასეთი განზრახვის მქონე პირი.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

2. მომხმარებელი – სურსათის საბოლოო მომხმარებელი, რომელიც არ გამოიყენებს სურსათს სხვა პროდუქციის საწარმოებლად.   Source: საქართველოს კანონი „სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ“, 2005 წლის 27 დეკემბერი, მუხლი 3;   პირადი საჭიროებისათვის საქონლის (სამუშაოს, მომსახურების) გამოყენებული, შემძენი, შემკვეთი, ან ასეთი განზრახვის მქონე მოქალაქე.   Source: საქართველოს კანონი „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“, 1996 წლის 20 მარტი, შესავალი;   პირი, რომელიც ექიმის დანიშნულების გარეშე მოიხმარს ნარკოტიკულ საშუალებას, მაგრამ მის მიმართ ჩამოყალიბებული არა აქვს ფსიქიკური ან/და ფიზიკური დამოკიდებულება.   Source: საქართველოს კანონი „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“, 2002 წლის 5 დეკემბერი, მუხლი 2;   იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელიც იყენებს ან განზრახული აქვს გამოიყენოს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურება.   Source: საქართველოს კანონი „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“, 2005 წლის 2 ივნისი, მუხლი 2;   ;   ;   ;   ;   ;   . მასალა ეფუძნება ლევან ბეჟაშვილის, თამარ ჩხეიძის და შოთა თარხნიშვილის ნაშრომს "საქართველოს საკანონმდებლო ტერმინთა ლექსიკონი". (2008 წ.). ასახავს 2007 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობას.

3. მომხმარებელი – 1. პირი, რომელიც ექიმის დანიშნულების გარეშე მოიხმარს ნარკოტიკულ საშუალებას, მაგრამ მის მიმართ ჩამოყალიბებული არა აქვს ფსიქიკური ან/და ფიზიკური დამოკიდებულება; (საქართველოს კანონი ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ) 2. (ინტ.), uzer სუბიექტი, რომელიც მიმართავს საინფორმაციო სისტემას ან ამ სისტემის შუამავალს, მისთვის საჭირო ინფორმაციული პროდუქტების ან მომსახურების მიღების მიზნით. ასეთი სუბიექტის აღსანიშნავად ქართულ ინტერნეტიკაში უფრო გავრცელებულია სიტყვა „მომხმარებელი“. სხვადასხვა კონტექსტში იხმარება სხვა სიტყვებიც, მაგალითად: „ქსელის აბონენტი“; „სისტემის კლიენტი“; „ვებ – საიტის სტუმარი ( ან ვიზიტიორი)“; „მოსარგებლე“ და სხვ. მომხმარებელი შეიძლება იყოს როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირი.    ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო  ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი. მოხმობილია საიტიდან www.medgeo.net

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……