მონასტერი

მონასტერი

E. cloister; abbey – კათოლიკური; monastery – მამაკაცების; nunnery – ქალთა

Gk. monasterion განმარტოებული ადგილი

ბუდიზმსა და ქრისტიანობაში ბერებისა და მონაზვნების თემი, რომელსაც მიღებული აქვს ცხოვრების ერთიანი წესი. ქრისტიანობაში მამაკაცთა და ქალთა მონასტრები, როგორც წესი, ცალ-ცალკე არსებობს. ქრისტიანული მონასტერი პირველად ჩამოყალიბდა IV საუკუნეში ტიბენისში (ეგვიპტე). ქართული საისტორიო წყაროების მიხედვით, საქართველოში პირველი მონასტერი დაარსებულა ვახტანგ გორგასლის დროს კლარჯეთში. VII-X საუკუნეებში დიდი სამონასტრო მშენებლობა მიმდინარეობდა მთელ საქართველოში. განსაკუთრებით ცნობილია მარტყოფის, ზედაზნის, შიომღვიმის, ალავერდის, იყალთოს, სამთავისის და სხვა მონასტრები.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……