მონაცემთა ბაზა

მონაცემთა ბაზა

მონაცემთა სტრუქტურული ერთობლიობა, რომლის დანიშნულებაა მონაცემთა შენახვა, მოდიფიცირება და წაკითხვა. ეს ტერმინი ძირითადად უკავშირდება ელექტრონული ფორმატის მქონე მონაცემებს, რომლებიც იქმნება და ინახება კომპიუტერული სისტემების გამოყენებით. მონაცემთა ბაზის სტრუქტურა ძირითადად შეესაბამება მონაცემთა ურთიერთმიმართებას. არსებობს მონაცემთა ბაზის სხვადასხვა სტრუქტურა (მაგალითად: რელაციური, იერარქიული, ობიექტზე ორიენტირებული). მათ შორის, დღემდე ყველაზე გავრცელებულია რელაციური სტრუქტურა. ამ ტიპის მონაცემთა ბაზაში მონაცემები ინახება ცხრილების ერთობლიობის სახით, სადაც თითოეული ცხრილი შეესაბამება ერთ ობიექტს. გარდა ამისა იგი შეიცავს ე.წ. დამხმარე ცხრილებს, რომლებიც გამოსახავს კავშირებს ამ ობიექტებს შორის.

Source: განმარტებითი ლექსიკონი/ეროვნ. სასწ. გეგმებისა და შეფასების ცენტრი. – [თბ., 2008]. – 20სმ. [MFN: 76027] ნაწ. 2: განათლების სპეციალისტებისათვის / [წიგნზე მუშაობდნენ: სიმონ ჯანაშია და სხვ.]. – [2008]. – 56გვ.. – ბიბლიოგრ.: გვ. 54-56. – ISBN: 978-9941-0-0541-1 (ყველა ნაწ.), ISBN: 978-9941-0-0542-8 (ნაწ. 2) : [ფ.ა.][MFN: 95118]

E. data bank

1. მანქანურად (კომპიუტერულად) აღქმად ფორმაში გამოხატული განსაზღვრული საგნობრივი სფეროს მოწესრიგებულ მონაცემთა ერთობლიობა, რომელიც წარმოადგენს მონაცემთა ბანკის საფუძველს;

2. სისტემური ან მეთოდური წესით განლაგებული ნაწარმოებების, დამოუკიდებელი ინფორმაციის, მონაცემებისა და სხვა მასალის კრებული, რომელიც ინდივიდუალურად ხელმისაწვდომია ელექტრონული ან სხვა საშუალებებით.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

2. მონაცემთა ბაზა – სისტემური ან მეთოდური წესით განლაგებული ნაწარმოებების ან/და სხვა მონაცემებისა და მასალის კრებული, რომელიც ინდივიდუალურად ხელმისაწვდომია ელექტრონული ან სხვა საშუალებებით. ტერმინი არ გულისხმობს კომპიუტერულ პროგრამას, რომელიც გამოიყენება ელექტრონული საშუალებებით ხელმისაწვდომი მონაცემთა ბაზის შექმნისა და გამოყენების დროს.   Source: საქართველოს კანონი „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“, 1999 წლის 22 ივნისი, მუხლი 4. მასალა ეფუძნება ლევან ბეჟაშვილის, თამარ ჩხეიძის და შოთა თარხნიშვილის ნაშრომს "საქართველოს საკანონმდებლო ტერმინთა ლექსიკონი". (2008 წ.). ასახავს 2007 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობას.

3. მონაცემთა ბაზა – (ინტ.) database  მონაცემთა ერთობლიობა, მოწესრიგებული გარკვეული წესების მიხედვით, რომლებიც ითვალისწინებენ აღწერის,შენახვისა და მანიპულირების საერთო პრინციპებს. ინვარიანტულია გამოყენებითი პროგრამების მიმართ, წარმოადგენს საგნობრივი სფეროს (არის?) საინფორმაციო მოდელს. მონაცემთა ბაზისადმი მიმართვა ხორციელდება მონაცემთა ბაზის მართვის სისტემის საშუალებით. ინტერნეტში თითქმის ყველა ფარმაცევტული საინფორმაციო სისტემა , მონაცემთა ბაზის საშუალებითაა წარმოდგენილი.    ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო  ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი. მოხმობილია საიტიდან www.medgeo.net

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……