მონიტორინგის ჩასატარებელი ინფორმაციის წყაროების საიმედოობა

მონიტორინგის ჩასატარებელი ინფორმაციის წყაროების საიმედოობა

E. Reliability of source material for purposes of monitoring

ინფორმაციის წყაროს საიმედოობის შესაფასებლად უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი დებულებები: \n \n1. მონიტორინგის ჩამტარებელი პირის მიერ მოპოვებული ინფორმაციის სარწმუნოობის ალბათობა მაღალია, თუ: \n \nა) სხვადასხვა წყაროდან მიღებული ინფორმაციები ემთხვევა ერთმანეთს; \n \n \nბ) ამგვარივე შემთხვევები არცთუ ისე შორეულ წარსულშიც მომხდარა; \n \nგ) ინფორმაცია შეეესაბამება პოლიტიკურ და სოციალურ ვითარებას; \n \nდ) არსებობს ფაქტების დამადასტურებელი მატერიალური მტკიცებულებები; \n \nე) ინფორმაციის პირველწყაროს მონაცემები შეჯერებულია ოფიციალურ ვერსიებსა და პრესაში გამოქვეყნებულ \nმასალებთან; \n \nვ) არსებობს დოკუმენტური და ფიზიკური მტკიცებულებები; \n \n2. ცალკეული პირებისა და ინსტიტუტების ინფორმაციის საიმედოობა: \n \nა) წინა მოხსენებების შეფასება; \n \nბ) შემთხვევის ადგილზე ყოფნა; \n \nგ) საზოგადოების ნდობის ხარისხი; \n \nდ) პირადი მონაწილეობის ხარისხი, დაინტერესებულობა (მათ შორის ინფორმაცია შემთხვევის მსხვერპლთაგან – ემოციური, პოლიტიკური, რელიგიური და ა.შ.); \n \nე) მოტივები და (ან) მიზნები; \n \nვ) მატერიალური მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ მსხვერპლის, მოწმის, ან ინსტიტუტის ჩვენებას.

Source: ადამიანის უფლებათა ლექსიკონი / [შეადგინა ფრიდონ საყვარელიძემ ; რედ.: ანა ჭაბაშვილი] – თბ. : დასი, 1999 – 128გვ

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……