მონოპოლია

მონოპოლია

რომელიმე სახელმწიფოს ან ჯგუფის გამორჩეული უფლება. მ-ური უფლება შეიძლება ვრცელდებოდეს სრულიად სხვადასხვა საქონელსა და მომსახურებაზე, ვთქვათ, საგარეო ვაჭრობაზე, მიწაზე ან რაიმეს წარმოებაზე. მ-ს საბაზრო ეკონომიკაში კონკრეტულმა ეკონომიკურმა სუბიექტმა ან სუბიექტების ჯგუფმა შეიძლება მიაღწიოს კაპიტალისა და წარმოების მაღალი კონცენტრაციის შედეგად, რაც, თავის მხრივ, მიიღწევა კომპანიებს შორის დადებული გარიგებით ან შერწყმით.

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

E. monopoly

Gk. Monos ერთი, polo ვყიდი

1. წარმოების, ვაჭრობის, რეწვის და ა.შ. განსაკუთრებული უფლება, რომელიც ეკუთვნის ერთ პირს, პირთა განსაზღვრულ ჯგუფს ან სახელმწიფოს;

2. მსხვილ მეწარმეთა გაერთიანება, რომელიც წარმოიქმნება წარმოებისა და კაპიტალის კონცენტრაციისა და ცენტრალიზაციის საფუძველზე;

3. საბაზრო სიტუაცია, როდესაც ბაზარზე არის ერთი მწარმოებელი და მრავალი მომხმარებელი.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……