მოსაკრებელი სალიცენზიო/სანებართვო

მოსაკრებელი სალიცენზიო/სანებართვო

E. due for licence/permission

მოსაკრებელი, რომელიც (გარდა ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ დაწესებული ადგილობრივი სალიცენზიო მოსაკრებლებისა) არის ერთჯერადი სავალდებულო გადასახდელი საქართველოს ცენტრალურ ბიუჯეტში ან შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტში (თუ ლიცენზიას/ ნებართვას გასცემს აჭარის ან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი სამთავრობო დაწესებულება), რომელსაც ლიცენზიის/ნებართვის მაძიებელი გადაიხდის კანონით დადგენილი ოდენობით სახელმწიფოს მიერ მისთვის კანონით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების ან/და უფლების მინიჭებისათვის. სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებლის გადამხდელები არიან “სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ საქმიანობებზე ლიცენზიის/ნებართვის მაძიებელი იურიდიული და ფიზიკური პირები. მოსაკრებელი წესდება და მისი ოდენობა განისაზღვრება მხოლოდ ამ კანონით (საქართველოს კანონი „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ“, მუხლი 2, 4, 5).

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……