მოხალისე

მოხალისე

E. Volunteer

პირი, რომელიც თავისი ნებით მიემგზავრება სხვა სახელმწიფოში მიმდინარე საერთაშორისო თუ არასაერთაშორისი შეიარაღებულ კონფლიქტში მონაწიელობის მისაღებად. მოხალისეობა დასაშვებად ითვლება იმ შემთხვევაში, თუ მ–ის სახელმწიფო ახორციელებს ნეიტრალიტეტის პოლიტიკას, ხოლო დაუშვებლად არის მიჩნეული, თუ „მოხალისე“, სინამდვილეში, საგანგებოდ დაქირავებული პირია, რომელიც აგრესორი სახელმწიფოს ან აგრესიული სეპარატიზმის მხარეზე საბრძოლველად მიდის. ხშირად „მოხალისეობა“ მხოლოდ ნიღაბია ისეთი საქმიანობის მიჩქმალვისთვის, რომელიც საერთაშორისო სამართლით აკრძალულია. ასე, მაგალითად, აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დროს აფხაზი სეპარატისტების მხარეზე მებრძოლი ათასობით „მოხალისე“ სინამდვილეში რუსეთსა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში დაქირავებული პირები იყვნენ.

Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] – თბ., 2005 – 283გვ. ; 23სმ. – ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……