მრეწველობა

მრეწველობა

E. Industry

ევროკავშირის ხელშეკრულების ძალაში შესვლამდე მრეწველობის სფერო გათვალისწინებული იყო ევროგაერთიანების ხელშეკრულების 157-ე მუხლით. ეს მუხლი ავალდებულებს ევროგაერთიანებასა და წევრ სახელმწიფოებს, უზრუნველყონ გაერთიანების მრეწველობის კონკურენტუნარიანობისათვის აუცილებელი პირობები \nგაერთიანებას შეუძლია მიიღოს კონკრეტული ზომები მხოლოდ იმ პირობით, თუ ისინი ხელს არ შეუშლიან კონკურენციას. გაერთიანებას ასევე მოეთხოვება ხელი შეუწყოს 157-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების მიღწევას, ხელშეკრულების სხვა დებულებებიდან გამომდინარე პოლიტიკისა და ქმედებების საშუალებით \nრაც შეეხება გადაწყვეტილების მიღებას, საბჭო მას იღებს ერთხმად კომისიის წინადადების საფუძველზე, ევროპარლამენტთან და ეკონომიკურ და სოციალურ კომიტეტთან კონსულტაციის შემდეგ \n1995 წლის მარტში კომისიამ წარმოადგინა სამოქმედო პროგრამა, რომელშიც განსაზღვრულია სამრეწველო კონკურენტუნარიანობის ხელშეწყობის ოთხი პრიორიტეტული მიმართულება \n�� ერთიანი ბაზრის გაძლიერება \n�� კვლევის პოლიტიკაში სამრეწველო მოთხოვნილებების გათვალისწინება \n�� საინფორმაციო საზოგადოების განვითარება \n�� სამრეწველო თანამშრომლობის ხელშეწყობა.

Source: ევროპის კავშირი: პოლიტიკა და მმართველი ორგანოები – ცნობარი / შემდგ.: ბიძინა ჯავახიშვილი; რედ.: ნანა ლოლაძე – თბ., 2003 – 64გვ.; 26სმ. – ISBN 99928-0-723-7: [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……