მსგავსი საქონელი

მსგავსი საქონელი – საქონელი, რომელიც არ არის ზუსტად შესაფასებელი საქონელი და აქვს ერთი და იგივე წარმოშობის ქვეყანა და მწარმოებელი პირი (ან სხვადასხვა მწარმოებელი პირი, თუ არ მოიპოვება მონაცემები შესაფასებელი საქონლის მწარმოებელი პირის მიერ წარმოებულ იდენტურ საქონელზე), მსგავსი ფიზიკური მახასიათებლები და შემადგენელი მასალები, რომელთა საფუძველზედაც ამ საქონელს შეუძლია შეასრულოს იგივე ფუნქციები და იყოს კომერციული თვალსაზრისით ჩანაცვლებადი. მსგავს საქონლად არ მიიჩნევა ისეთი საქონელი, რომლის ინჟინერია, დამუშავება, მხატვრული დიზაინი, ნახაზები და ესკიზები დამზადებულია საქართველოში.   Source: საქართველოს კანონი „საქართველოს საბაჟო კოდექსი“, 2006 წლის 25 ივლისი, მუხლი 7;   სხვადასხვა საქონელი, რომლებიც არ არიან იდენტური, მაგრამ აქვთ მსგავსი მახასიათებლები და შედგებიან მსგავსი კომპონენტებისაგან, რაც მათ საშუალებას აძლევს, განახორციელონ ერთი და იგივე ფუნქციები და იყვნენ კომერციულად ურთიერთშემცვლელნი.   Source: საქართველოს კანონი „საქართველოს საგადასახადო კოდექსი“, 2004 წლის 22 დეკემბერი, მუხლი 12. მასალა ეფუძნება ლევან ბეჟაშვილის, თამარ ჩხეიძის და შოთა თარხნიშვილის ნაშრომს "საქართველოს საკანონმდებლო ტერმინთა ლექსიკონი". (2008 წ.). ასახავს 2007 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობას.

2. მსგავსი საქონელი  – სხვადასხვა საქონელი, რომლებიც არ არიან იდენტურნი, მაგრამ აქვთ მსგავსი მახასიათებლები და შედგებიან მსგავსი კომპონენტებისაგან, რაც მათ საშუალებას აძლევს, განახორციელონ ერთი და იგივე ფუნქციები და იყვნენ კომერციულად ურთიერთშემცვლელნი.    მოხმობილია საიტიდან: http://www. finances.ge/

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……