მსოფლიო ბანკი

მსოფლიო ბანკი

E. World Bank

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სპეციალიზებული, საერთაშორისო ეკონომიკური ორგანიზაცია, რომელიც მდებარეობს ვაშინგტონში. მსოფლიო ბანკის ჯგუფში შემავალი დაწესებულებებია: რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD – შეიქმნა 1945 წელს); განვითარების საერთაშორისო ასოციაცია (IDA – 1960); საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC – 1956); მრავალმხრივი საინვესტიციო გარანტიების სააგენტო (MIGA – 1988). აღნიშნული დაწესებულებების მიზანია გაეროს წევრი განვითარებადი ქვეყნებისთვის დახმარების გაწევა და კრედიტების გამოყოფა. კრედიტი გაიცემა ქვეყნის მთავრობაზე ან მთავრობის მიერ გაცემული გარანტიით. განვითარების საერთაშორისო ასოციაცია ავანსად გასცემს უპროცენტო სესხს 40 უღარიბეს ქვეყანაზე. მსოფლიო ბანკი თავდაპირველად პრიორიტეტს ანიჭებდა უმთავრესად ინფრასტრუქტურის სფეროში მსხვილი კაპიტალდაბანდებითი პროექტების დაფინანსებას, შემდგომში უპირატესობა მიენიჭა სოფლის რეგიონების განვითარების პროგრამებს, ხოლო არსებული მდგომარეობით, აქცენტი გადატანილია სტრუქტურული და სექტორული ადაპტაციის მხარდამჭერ პროგრამების დაფინანსებაზე. მსოფლიო ბანკი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს გარემოს დაცვისა და სიღარიბის პრობლემებს.

See also: ადაპტაცია სტრუქტურული

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……