მსოფლიო პოლიტიკა

მსოფლიო პოლიტიკა

ეს ტერმინი ზოგჯერ საერთაშორისო ურთიერთობების ან საერთაშორისო პოლიტიკის სინონიმად გამოიყენება. მაგრამ უფრო ხშირად განსხვავებული მნიშვნელობა აქვს იმ თვალსაზრისით, რომ სახელმწიფოებსა და სამთავრობო ორგანიზაციებს არ მიიჩნევს დომინანტად და იმავე (თუ უფრო მეტი არა) დონის აქტორებად განიხილავს ტრანსნაციონალურ კორპორაციებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სხვა არასახელმწიფო სუბიექტებს. ბევრი მკვლევრის აზრით, გლობალიზაციის ეპოქაში, როცა განუხრელად მცირდება სახელმწიფოს როლი და იზრდება არასახელმწიფოებრივი აქტორების მნიშვნელობა, აშკარაა საერთაშორისო ურთიერთობების (პოლიტიკის) მსოფლიო პოლიტიკად გარდაქმნის პროცესი. ამგვარად, მ. პ. საერთაშორისო პოლიტიკისაგან განსხვავებით, არ არის სახელმწიფო ცენტრული მიდგომა. იგი უფრო ფართო ცნებაა, ვიდრე საერთაშორისო ურთიერთობები და არ დაიყვანება სახელმწიფოთშორის კავშირებზე. არის სხვა მოსაზრებებიც (ძირითადად რუსეთში), რომლის მიხედვითაც, მ. პ. არის სახელმწიფოთა მოღვაწეობა და ურთიერთობა საერთაშორისო არენაზე, ხოლო საერთაშორისო ურთიერთობები სახელმწიფოთა შორის არსებული რეალური კავშირების სისტემაა, რომელიც, ერთი მხრივ, წარმოგვიდგება როგორც ამ ურთიერთქმედების შედეგი, ხოლო, მეორე მხრივ, ის სივრცე და გარემო, სადაც ხორციელდება მ.პ.

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……