მსოფლიო საზოგადოება

მსოფლიო საზოგადოება

არსებული საერთაშორისო სისტემის ალტერნატიული ხედვა, რომელიც უარყოფს ძალაუფლებას, როგორც საერთაშორისო ურთიერთობების წარმმართველ იდეას. მ. ს–ის თეორეტიკოსების ხედვით, საერთაშორისო ურთიერთობები არ არის „ბილიარდის მაგიდა“, რომელზეც ცალკეული სახელმწიფოები ბილიარდის ბურთების ანალოგიით ურთიერთქმედებენ. მათი წარმოდგენით, საერთაშორისო ურთიერთობები ჰგავს სამგანზომილებიან ქსელს, რომელშიც არ არსებობს მკვეთრი მიჯნა შიდა და საგარეო პოლიტიკას შორის. მ. ს–ის თეორია აქცენტს აკეთებს არა ძალაუფლებასა და კონფლიქტზე, არამედ თანამშრომლობაზე.

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……