მსხვერპლი

მსხვერპლი

E. Victim

პიროვნება, რომელიც განიცდიდა ფიზიკურ, ან ფსიქიკურ ძალადობას, ან სასტიკ მოპყრობას სხვა ადამიანის მიერ, ან სტიქიური უბედურების შედეგად. მსხვერპლია ისიც, ვისშიაც უსაფრთხოების, ფიზიკური ხელშეუხებლობის და ადამიანური ღირსების შელახვის არაერთჯერადმა მუქარამ კრიტიკული რეაქცია გამოიწვია, რასაც შედეგად მოჰყვა ადამიანის ქცევისა და ემოციების ძლიერი დარღვევა, ფსიქიკური ტრავმები, პოსტტრავმული დარღვევები და სტრესები.

Source: ადამიანის უფლებათა ლექსიკონი / [შეადგინა ფრიდონ საყვარელიძემ ; რედ.: ანა ჭაბაშვილი] – თბ. : დასი, 1999 – 128გვ

2. მსხვერპლი – ოჯახის წევრი, რომელმაც განიცადა ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური, ეკონომიკური ძალადობა ან იძულება.   Source: საქართველოს კანონი „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“, 2006 წლის 25 მაისი, მუხლი 4. მასალა ეფუძნება ლევან ბეჟაშვილის, თამარ ჩხეიძის და შოთა თარხნიშვილის ნაშრომს "საქართველოს საკანონმდებლო ტერმინთა ლექსიკონი". (2008 წ.). ასახავს 2007 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობას.

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……