მტკიცებულება

მტკიცებულება

E. evidence

კანონით გათვალისწინებული წყაროებიდან და წესით მიღებული ცნობები, რომელთა საფუძველზე მხარეები იცავენ თავიანთ უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, ხოლო მომკვლევი, გამომძიებელი, პროკურორი და სასამართლო ადგენენ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებებს. ამ გარემოებათა დადგენა ხდება მხარეთა (მესამე პირთა) ახსნაგანმარტებით, ეჭვმიტანილის, ბრალდებულის, დაზარალებულისა და მოწმის ჩვენებებით, ექსპერტის დასკვნით, ნივთიერი და წერილობითი მტკიცებულებებით, საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებათა ოქმებითა და სხვა დოკუმენტებით. მტკიცებულებათა მეშვეობით სისხლის სამართლის საქმეზე დგინდება დანაშაულის შემთხვევა, ბრალი, დანაშაულის მოტივი და ა.შ. სამოქალაქო პროცესში მტკიცებულებათა საფუძველზე უნდა დაამტკიცონ მხარეებმა თავიანთი მოთხოვნები და შესაგებელი. არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. მომკვლევი, გამომძიებელი, პროკურორი, მოსამართლე და სასამართლო მტკიცებულებებს აფასებენ თავისუფლად, თავისი შინაგანი რწმენით (საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 110, 132; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, მუხლი 102-105).

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

2. მტკიცებულება – სასამართლოში წარდგენილი ინფორმაცია, ამ ინფორმაციის შემცველი საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება ან სხვა ობიექტი, რომლის საფუძველზეც მხარეები სასამართლოში ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს. (იხ. ნივთიერი მტკიცებულება, წერილობითი მტკიცებულება)    წყარო: ძირითად  იურიდიულ  ტერმინთა განმარტებითი  ლექსიკონი. თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ბიურო. 2010 წლის 15 ივნისის მდგომარეობით. ავტორები: უჩა თოდუა, თამუნა ერგემლიძე, თათია ქვრივიშვილი, ლექსო მერებაშვილი. საიტი http://www. tbappeal.court.ge/upload/sr_187.pdf

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……