მშვიდობიანი მოსახლეობა

მშვიდობიანი მოსახლეობა

E. Civilian population

მოსახლეობა, რომელიც იმყოფება მეომარი სახელმწიფოს ტერიტორიაზე და არ ეკუთვნის მის შეიარაღებულ ძალებს. მმ–ის სამართლებრივი მდგომარეობა რეგულირდება ჰააგის 1907 წლის კონვენცუიით „სახმელეთო ომის კანონთა და ჩვეულებათა შესახებ“ (იხ. ჰააგის 1899 და 1907 წლების კონვენციები). ჟენევის 1949 წლის IV კონვენციით „ომის დროს სამოქალაქო მოსახლეობის დაცვის შესახებ). მეომარ მხარეებს ეკრძალებათ საომარი მოქმედებები მმ–ის წინააღმდეგ, რაც ომის დროს მოქმედი სამართლის ერთ–ერთი ძირითადი პრინციპია. ნებისმიერ პირობებში მმ–ს უფლება აქვს მოითხოვოს, პატივისცემით მოეკიდონ მის პირად ღირსებას, რელიგიურ მრწამსსა და წეს–ჩვეულებებს; მოითხოვოს, თავი შეიკავონ მის მიმართ ყოველგვარი დისრკიმინაციისაგან, მიუხედავად რასობრივი კუთვნილების, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიისა თუ მრწამსის, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებების, ერონული თუ სოციალური კუთვნილების, ქონებრივი მდგომარეობის ან სხვა რაიმე ნიშნისა. ფაშისტური გერმანიის დანაშაულებრივმა პოლიტიკამ მმ–ის მიმართ (იხ. გენოციდი) შეძრა დემოკარტიული სამყარო, რამაც განაპირობა ზემოაღნიშნული საერთაშორისო სამართლებრივი აქტების მიღები აუცილებლობა. ბოლო წლებში მმ გახდა საბჭოთა კავშირიდან გამოყოფილ დამოუკიდებელ სახელმწიფოებსა და და ყოფილი იუგოსლავიის ტერიტორიაზე განვითარებული აგრესიული სეპარატიზმის დანაშაულებრივ ქმედებათა ძირითადი მსხვერპლი (იხ. ეთნიკური წმენდა). აკრძალულია მეომარი სახელმწიფოების შეიარაღებულ პირთა თავდასხმა მმ–ზე, მათ წინააღმდეგ არაარჩევითი იარაღის გამოყენება, რასაც შეიძლება შედეგად მოჰყვეს მმ–ის გაჟლეტა, ასევე ხელშეუხებელია მმ–ის სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტები.

Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] – თბ., 2005 – 283გვ. ; 23სმ. – ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……