მშობელთა მზრუნველობამოკლებული ბავშვი

მშობელთა მზრუნველობამოკლებული ბავშვი – (საქართველოს კანონი ობოლ და მშობელთა მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა შვილობილად აყვანის შესახებ) 18 წლის ასაკამდე ბავშვი, რომელიც დარჩა ორივე ან ერთადერთი მშობლის მზრუნველობის გარეშე იმ შემთხვევაში, როდესაც: ა) მშობლებს ჩამოერთვათ ან შეეზღუდათ მშობლის უფლებები; ბ) მშობლები აღიარებულნი არიან ქმედუუნაროდ ან შეზღუდულ – ქმედუნარიანად; გ) უცნობია მშობელთა ვინაობა (მიგდებული ბავშვი); დ) მშობლები ხანგრძლივად ავადმყოფობენ ან ხანგრძლივად იმყოფებიან სამკურნალო დაწესებულებებში; ზ.ე) მშობლები, რომლებიც სასამართლომ აღიარა უგზო – უკვლოდ დაკარგულად; ვ) მშობლები, რომლებიც იხდიან სასჯელს თავისუფლების აღკვეთის ადგილებში; ზ) მშობლები, რომლებიც იმყოფებიან წინასწარი პატიმრობის ადგილებში დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილად ცნობის ან ბრალდებულად აღიარებასთან დაკავშირებით; თ) მშობლები, რომლებიც თავს არიდებენ საკუთარი მოვალეობების შესრულებას: ბავშვის აღზრდას, მისი უფლებების და ინტერესების დაცვას (უზედამხედველო ბავშვი); ი) მშობლები, რომელთაც არა აქვთ ურთიერთობა საკუთარ ბავშვთან (უპატრონო ბავშვი); კ) მშობლები, რომლებიც თავს არიდებენ საკუთარი ბავშვის აღზრდის პროცესში მონაწილეობას, როდესაც ბავშვი იმყოფება აღმზრდელობით, სამკურნალო – პროფილაქტიკურ და სოციალური დაცვის დაწესებულებებში (თავშესაფარი, პანსიონატი და სხვა), მათი ორგანიზაციულ – სამართლებრივი ფორმის მიუხედავად ან უარს აცხადებენ აღნიშნული დაწებულებებიდან ბავშვის გამოყვანაზე;    ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო  ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი. მოხმობილია საიტიდან www.medgeo.net

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……