მცირე ჯგუფი

მცირე ჯგუფი – 1. უშუალოდ კონტაქტირებადი ინდივიდების შედარებით მცირე რიცხვი, რომლებიც გაერთიანებულნი არიან საერთო მიზნებითა და ამოცანებით. მცირე ჯგუფის თავისებურებებს წარმოადგენს მისი შედარებითი ,,სტრუქტურული სიმარტივე”. მცირე ჯგუფის წარმოქმნის მიზეზები საკმაოდ მრავალგვარია: ინდივიდის ობიექტური მოთხოვნილება ჯგუფისადმი კუთვნილებაში, ურთიერთობაში; მორალური დახმარებისა და მხარდაჭერის მიღება ჯგუფის წევრებისაგან; მცირე ჯგუფის წევრების ურთიერთსიმპათიები, საერთო ინტერესების არსებობა. 2. ჯგუფი, რომელშიც საზოგადოებრივი ურთიერთობები ვლინდება უშუალო, პირადი კონტაქტების ფორმაში. ჯგუფი შედგება ინდივიდთა მცირე რიცხვისაგან და დიდი ჯგუფებისაგან განსხვავდება მრავალი სოციალურ – ფსიქოლოგიური მახასიათებლებით. (სოც. და მარკ.კვლ.)    ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო  ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი. მოხმობილია საიტიდან www.medgeo.net

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……