მცხეთობის (სვეტიცხოვლობის, კვართის დღესასწაულის) დღე

მცხეთობის (სვეტიცხოვლობის, კვართის დღესასწაულის) დღე

იესო ქრისტეს კვართისა და სვეტიცხოვლობის დღესასწაული. ქრისტეს ჯვარცმის შემდეგ უფლის კვართი წილად ხვდა მცხეთიდან იერუსალიმში წარგზავნილ ელიოზ მცხეთელსა და ლონგინოზ კარსნელს, რომლებმაც ეს უდიდესი სიწმინდე მცხეთაში წამოასვენეს. იერუსალიმიდან დაბრუნებულ ელიოზს თავისი და სიდონია შეეგება, რომელმაც გულში ჩაიკრა კვართი და მიიცვალა. სიდონია კვართითვე დამარხეს; წმ. ნინოს მიერ ქართლის მოქცევისას წმ. მეფე მირიანმა რომის იმპერატორ წმ. კონსტანტინესთან გააგზავნა მოციქულები თხოვნით, რათა ნათლობისათვის მღვდლები გამოეგზავნათ. მათ ჩამოსვლამდე სამეფო ბაღში ეკლესიის აშენება გადაწყდა. მშენებლებმა ნაძვის ხისგან დამზადებულ ექვსი სვეტი აღმართეს, ხოლო მეშვიდეს, ყველაზე დიდს ძვრაც ვერ უყვეს. წმ. ნინოს ლოცვის შემდეგ, იმავე ღამეს ზეცით გარდმოსულმა ანგელოზმა ხელი მოჰკიდა სვეტს და აღამაღლა. სვეტი რამდენიმე დღის მანძილზე 12 წყრთის სიმაღლეზე ჰაერში გაჩერდა და ბრწყინვალებას აფრქვევდა. ამ ადგილზე უამრავი კურნება აღესრულებოდა. 14 ოქტომბერი, როგორც მცხეთობის (სვეტიცხოვლობის, კვართის) დღესასწაული გამოცხადებულია უქმე დღედ (საქართველოს შრომის კანონთა კოდექსი, 64-ე მუხლი).

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……