მძევალთა აყვანა (ხელში ჩაგდება)

მძევალთა აყვანა (ხელში ჩაგდება)

E. Hostage taking

ამა თუ იმ პირის (ან პირთა ჯგუფის) შეპყრობა ან იძულებით დაკავება, რასაც თან ახლავს სიკვდილის, დასახიჩრებისა ან ტყვეობაში დატოვების მუქარა. მა–ის მიზანია, მძევლის (მძეველების) განთავისუფლების პირობით აიძულონ მესამე მხარე (სახელმწიფო, საერთაშორისო ორგანიზაცია, ფიზიკური ან იურიდიული პირი), უშუალოდ თუ სხვისი მეშვეობით შეასრულოს ესა თუ ის მოქმედება, ან, პირიქით, უზრუნველყოს მისი შეუსრულებლობა. თანამედროვე საერთაშორისო სამართლით და შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი ნორმებით მძევალთა შეპყრობა პირველად აიკრძალა ჰააგის 1907 წლის კონვენციით სახმელეთო ომის კანონებისა და ჩვეულების შესახებ (იხ. ჰააგის 1899 და 1907 წლების კონვენციები). 1979 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო საერთაშორისო კონვენცია მძევალთა შეპყრობასთან ბრძოლის შესახებ. ამავე საკითხს არეგულირებს ჰააგის 1970 წლის კონვენცია საჰაერო ხომალდების გატაცებასთან ბრძოლის შესახებ და მონრეალის 1971 წლის კონვენცია სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართულ უკანონო აქციებთან ბრძოლის შესახებ \nმრავალი ქვეყნის კანონმდებლობა მძევალთა ხელში ჩაგდების დანაშაულად აცხადებს. მაგ., საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში საამისოდ გათვალისწინებულია დანაშაულის ორი შემადგენლობა – „მძევლად ხელსი ჩაგდება“ (144–ე მუხ.) და „მძევლად ხელში ჩაგდება ტერიტორისტული მიზნით“. (329–ე მუხ.).

Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] – თბ., 2005 – 283გვ. ; 23სმ. – ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……