ნათესავი

ნათესავი

E. relative

1. ახლობელი წინაპრების ერთი შთამომავალი მეორისთვის;

2. ნათესავებად ითვლებიან:

ა) მეუღლეები;

ბ) აღმავალი და დაღმავალი შტოს ნათესავები;

გ) დები (ძმები); დისწულები (ძმისწულები);

დ) დის ქმარი (ძმის ცოლი);

ე) მშობლების დები (ძმები);

ზ) პირები, რომლებიც ხანგრძლივი მეურვეობის შედეგად ერთმანეთთან დაკავშირებულნი არიან როგორც მშობლები და შვილები;

თ) ნათესაობის განსაზღვრისას გერი დები (ძმები) გათანაბრებულია ღვიძლ დებთან (ძმებთან), ხოლო შვილად აყვანილნი – ღვიძლ შვილებთან; სამეურვეო ურთიერთობები გათანაბრებულია საოჯახო ერთობასთან (რომლის დროსაც პირები ერთმანეთთან დაკავშირებულნი არიან როგორც მშობლები და შვილები), რაც, თავის მხრივ, უთანაბრდება ნათესაურ ურთიერთობას; საოჯახო ერთობის შეწყვეტა აღნიშნულ პირებს შორის მხედველობაში არ მიიღება მათ შორის მშობლისა და შვილის ურთიერთობის შენარჩუნებისას (საქართველოს „საგადასახადო კოდექსი”, მუხლი 29.4).

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……