ნათლისღება

ნათლისღება

უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს გაცხადების დღე – ერთ-ერთი უმთავრესი ქრისტიანული დღესასწაული. ამ დროს წმ. იოანე ნათლისმცემელმა მდინარე იორდანეში მონათლა ძე ღვთისა იესო ქრისტე, წყლიდან ამოსულ იესოს სულიწმიდა მტრედის სახით დაადგა თავზე: „და გარდმოხდა მასზედ სულიწმიდა ხორციელი სახით, როგორც მტრედი და გაისმა ზეცით ხმა: „შენ ხარ ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მოვიწონე მე“ (ლუკა 3,22); ამ დროს ღმერთის სამი პირი განცხადდა წმ. სამებით, ამიტომ ნათლისღებას ღვთის გაცხადებასაც უწოდებენ; ნათლისღების დღე 19 იანვარი გამოცხადებულია უქმე დღედ (საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 64-ე მუხლი).

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……