ნატურალიზაცია

ნატურალიზაცია

E. naturalization

ფიზიკური პირისათვის პირადი თხოვნის (განცხადების) ან თანხმობის საფუძველზე უცხოეთის სახელმწიფოს მოქალაქეობის მინიჭება ამ სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოების მიერ. ნ–ით მოქალაქეობის მიღების წესს არეგულირებს შიდასახელმწიფოებრივი სამართლის ნორმები საქართველოს კანონში მოქალაქეობის შესახებ, რომელიც მიღებულია 25.03.1993, ჩამოთვლილია ნ–ის წესით მოქალაქეობის მიღების შემდეგი პირობები:

ა) პირი მუდმივად ცხროვრობს საქართველოს ტერიტორიაზე უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში;

ბ) დადგენილ ფარგლებში იცის სახელმწიფო ენა;

გ) დადგენილ ფარგლებში იცის საქართველოს ისტორია და კანონმდებლობა;

დ) საქართველოში აქვს სამუშაო ადგილი ან რაიმე უძრავი ქონება, კანონი ითვალისწინებს გამონაკლისს ცალკეული კატეგორიის პირების მიმართ, როდესაც დაშვებულია ასეთი პირის განთავვისუფლება ზემოთა ჩამოთვლილი პირობებისაგან. კერძოდ, კანონის თანახმად (27–ე მუხ.) საქართველოს პრეზიდენტს, გამონაკლისის სახით, უფლება აქვს, ჩამოთვლილი პირობების შეუსრულებლად საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭოს ამა თუ იმ პირს, რომელსაც:

1) კაცობრიობის ან საქართველოს წინაშე აქვს განსაკუთრებული დამსახურება თავისი სამეცნიერო ან საზოგადოებრივი საქმიანობით, ან აქვს ისეთი პროფესია, ან კვალიფიკაცია, რომელიც ხელსაყრელია საქართველოსთვის;

2) მისთვის მოქალაქეობის მინიჭება გამომდინარეობს საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან. ამავე კანონით განსაზღვრულია, რომ საქართველოს მოქალაქეობა არ მიენიჭება პირს, თუ იგი ნასამართლევია განზრახ ჩადენილი დანაშაულისთვის, რომელიც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წელზე მეტი ვადით, და თუ ეს ნასამართლეობა არა აქვს მოხსნილი ან გაქარწყლებული (26–ე მუხ.)

Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი: ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] – თბ., 2005 – 283გვ.; 23სმ. – ISBN 99940-0-877-3: [ფ.ა.]

E. naturalization

Fr. naturalisation

L. ნამდვილი, კანონიერი

უცხოელის მიერ სახელმწიფოს მოქალაქეობის (ქვეშევრდომობის) შეძენა.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……