ნაციონალ-სოციალიზმი

ნაციონალ-სოციალიზმი

ტერმინი ხშირად გამოიყენება როგორც ნაციზმის აბრევიატურა. ნ.ს-ის იდეები და პრაქტიკა უკავშირდება გერმანიის ნაციონალ-სოციალისტური მუშათა პარტიის იდეოლოგიას, რომლის ლიდერიც იყო ადოლფ ჰიტლერი (1889-1945). დასაწყისში ჰიტლერის იდეები სოციალისტური და ნაციონალისტური შეხედულებების ბუნდოვანი ნარევი იყო. ის მოითხოვდა გერმანიის პარტიული, განსაკუთრებით ბოლშევიკური პოლიტიკის ზეგავლენისაგან გათავისუფლებას, იმიგრაციაზე მკაცრ კონტროლსა და სხვ. ნაციზმის იდეებმა და პოლიტიკურმა პრაქტიკამ იტალიელი ფაშისტების დიდი ზეგავლენა განიცადა. გერმანელებსა და იტალიელებს შორის ამ საკითხში ძირითადი განსხვავება ის იყო, რომ გერმანელი ნაცისტები ავითარებდნენ ნაციონალისტურ ელიტიზმს, რომელიც თავის მხრივ, რასიზმს ემყარებოდა. ამგვარ შეხედულებათა ფილოსოფიური წყარო, ნიცშეს ზეკაცის იდეა, დამახინჯებულად იყო გაგებული. ამ იდეიდან გამომდინარე, ნაცისტები ავითარებდნენ თვალსაზრისს არიული რასის მისიაზე – მართოს მსოფლიო.

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……