ნეიტრალიტეტი

ნეიტრალიტეტი

ნეიტრალიზმისაგან (მიუმხრობლობისაგან) განსხვავებით სახელმწიფოს სამართლებრივი სტატუსია, რომელიც ითვალისწინებს მთელ რიგ ვალდებულებებსა და უფლებებს. ნ. გულისხმობს საგარეო პოლიტიკურ კურსს, რომელიც გამორიცხავს შეიარაღებულ კონფლიქტებში ჩარევასა და სამხედრო-პოლიტიკურ კავშირებში შესვლას. იგი შეიძლება განხორციელდეს როგორც ომის პირობებში, ასევე მშვიდობიან დროს. ნ. შეიძლება იყოს მუდივი და ევენტუალური ანუ გარემოებითი. უკანასკნელი დაკავშირებულია სხვა სახელმწიფოებს შორის წარმოებულ საომარ მოქმედებებთან. სხელმწიფო, რომელსც არ სურს ომში მონაწილეობა, ოფიციალურდ ატყობინებს მეომარ მხარეს და სხვა ქვეყნებს თავის ამ სტატუსს. მუდმივი ნ. შეიძლება იყოს გარანტირებული სხვა სახელმწიფოების მიერ (მაგ., შვეიცარია) აღიარებული, მაგრამ გარანტიის გარეშე (ავსტრია), ტრადიციული, როცა ქვეყანა ტრადიციულად ატარებს ნ-ის პოლიტიკას, მაგრამ ნეიტრალური ქვეყნის სტატუსი ოფიციალურად არა აქვს (შვედეთი, ფინეთი). იმისათვის, რომ ქვეყანამ მიიღოს ნეიტრალური ქვეყნის სტატუსი იგი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ ძირითად პირობებს:

ა) არ უნდა წარმოადგენდეს სხვა სახელმწიოფოების გეოპოლიტიკური ინტერესების მნიშვნელოვან ობიექტს და გეოგრაფიულად „მარგინალურ ზონაში“ უნდა მდებარეობდეს;

ბ) უნდა შეეძლოს საკუთარი თავის დაცვა;

გ) მისთვის უცხო უნდა იყოს ყოველგვარი ექსპანსიონიზმი;

დ) უნდა ახასიათებდეს შიდა შეკავშირებულობის მაღალი დონე. თუ ქვეყანაში არსებობს შიდა გათიშულობა, სხვა ქვეყნები ადრე თუ გვიან ჩაერევიან მის საქმეებში;

ე) უარი უნდა თქვას ყოველგვარ იდეოლოგიურ საგარეო პოლიტიკაზე. საკუთარი ნ-ის სხვა ქვეყნის მიერ დარღვევის შემთხვევაში სახელმწიფოს უფლება აქვს დაიცვას იგი საომარი გზით, რაც შეიარაღებული ნ-ის მგალითია. ცივი ომის დამთვრების შემდეგ, როცა ინტეგრაციულმა პოცესებმა და ურთიერთდამოკიდებულებამ საყოველთაო ხასიათი მიიღო და თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობების ძირითად შინაარსად იქცა, ნ
-ის იდეას მრავალი მკვლევარის აზრით, საფუძველი გამოეცალა და მომავალში ანაქრონიზმად იქცევა.

See also: ჩაურევლობა

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

fig. სხვის კამათში, კონფლიქტებში ჩაურევლობა

E. neutrality

G. neutralitat

Fr. neutralite

L. neuter

სხვა სახელმწიფოებს შორის ომში, ან მშვიდობიან პერიოდში სამხედრო ბლოკებსა და კავშირებში, მოქიშპე სახელმწიფოთა შორის ბრძოლაში მონაწილეობისგან თავის შეკავება.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……