ნეოკოლონიალიზმი

ნეოკოლონიალიზმი

არათანასწორ, არათანაბარუფლებიან ეკონომიკურ და პოლიტიკურ ურთიერთობათა სისტემა ინდუსტრიულად განვითარებულ, წამყვან სახელმწიფოებსა და აზიის, აფრიკის, ლათინური ამერიკის განვითარებად ქვეყნებს შორის (ძირითადად ყოფილ მეტროპოლიებსა და კოლონიებს შორის). ნ. ჩამოყალიბდა კოლონიალიზმის, როგორც სისტემის რღვევის პერიოდში და მიზნად ისახავს, იმას, რომ წამყვანმა, განვითარებულმა სახელმწიფოებმა ახალი, უფრო დახვეწილი და მოქნილი მეთოდებით შეინარჩუნონ თავიანთი ბატონობა და ზეგავლენა ყოფილ კოლონიებსა და სხვა განვითარებად ქვეყნებზე. განთავისუფლებული ქვეყნების უმრავლესობა ნ-ისტური პოლიტიკის თანამიმდევრული გატარების შედეგად სულ უფრო და უფრო დამოკიდებული ხდება ყოფილ მეტროპოლიაზე. კლასიკური კოლონიალიზმისაგან განსხვავებით, ნ. გარეგნულად თითქოს სუვერენულ სახელმწიფოთა შორის ნებაყოფილობითი კავშირია, სადაც საერთაშორისო სამართლის პრინციპები ფორმალურად დაცულია. განვითარებადი ქვეყნები განვითარებულ ქვეყნებთან, ნებსით თუ უნებლიეთ, დებენ შეთანხმებებსა და ხელშეკრულებებს, რომლებიც, ფაქტობრივად, კაბალურია და განვითარებად სახელმწიფოებს დამოკიდებულ მდგომარეობაში აყენებს არა მარტო ეკონომიკურად, არამედ პოლიტიკურადაც.

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……